ტაბაწყურის ტბა was last modified: 2018 December 9 22:34 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

ტაბაწყურის ტბა

ალპური ტბა ტაბაწყური მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზღვის დონიდან 1991 მეტრის სიმაღლეზე. ტბაში წყალი მთელი წლის განმავლობაში ცივია.

რა სახის ტბაა ტაბაწყური

თუ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობთ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. მათ შორის ტაბაწყურის ტბა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ტბა უნიკალურია, იმით რომ მასში არც ჩაედინება და არც გამოედინება არც ერთი მდინარე. წყალსაცავი ტაბაწყური არის ვულკანური წარმოშვების, რის გამოც ტბა იკვებება მიწისქვეშა წყლებით.

იმის გამო, რომ ტაბაწყურის ტბა მთაში მაღალზეა, ზამთარში და ზაფხულში წყალი სულ ცივია.

რაით არის საინტერესო

ტაბაწყურის ტბაზე წასვლისას მიდამო საინტერესოა პირველივე ნაბიჯებიდან. თუ ფეხით წასვლას აპირებთ, დარწმუნდით, რომ კამერისთვის სათადარიგო ბატარეა შინ არ დაგრჩენიათ. გზაზე ძალიან ბევრი ლამაზი ხედი იქნება.

ცალკე მინდა აღვნიშნო სოფელი ტაბაწყური. მას ძალიან საინტერესო განლაგება აქვს- მიწის ზოლს სამი მხრიდან წყლის ალყა ურტყამს გარშემო. ძალიან საინტერესო ადგილია.
კიდევ აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ “წითელი ეკლესია”.

მგზავრობა ტაბაწყურის ტბაზე

ტაბაწყურის მოსახულებლად მოსახერხებელი იქნება გაემგზავროთ თბილისიდან ან ბათუმიდან.
გარდა ამისა, სურვილის მიხედვით, შესაძლებელი იქნება ბორჯომში ან ახალციხეში (რეგიონის ცენტრი)

წასვლა. აქედან იოლად მოხვდებით საკურორტო ქალაქში ბაკურიანში.
ბაკურიანიდან სოფელ ტაბაწყურში დადის მიკროავტობუსი.

და რა თქმა უნდა ტაბაწყურის ტბის მონახულება ზაფხულში სჯობს. ზამთარში ეს ბევრად უფრო რთული იქნება, მაგრამ მაინც არჩევანი თქვენზეა.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება
მსგავსი ღირსშესანიშნაობები