სათაფლია was last modified: 2020 July 11 18:50 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

სათაფლია

Georgia - Sataplia

სათაფლიის ისტორია

სათაფლია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “თაფლის ადგილი”, სადაც ბევრი თაფლია. ასეთი სახელი ამ ნაკრძალმა მიიღო იმიტომ, რომ აქ მთის ფერდობზე გარეულ ფუტკრებს ჰქონდათ ოჯახები და თაფლი პირდაპირ ციცაბო კლდეზე იღვრებოდა. ახლა ამ ადგილას აშენდა გადასახედი ბაქანი მომსვლელებისათვის. მინის ბაქანიდან შეიძლება დაინახოთ ბევრი საინტერესო და სურათიც გადაუღოთ.
ნაკრძალში ძირითადი სანახაობა არის დინოზავრების ნაკვალევი. ბოლო რეკონსტრუქციის დროს ღირშესანიშნაობების დასაცავად ყველგან აშენდა ლამაზი პავილიონები და მოსახერხებელი ბილიკები ტურისტებისათვის ლამაზი ბუნებრივი დიზაინით.

როგორ მოვემზადოთ სალიაში წასასვლელად?

საქართველო - სათაფლია

სად მდებარეობს სათაფლია?

სათაფლია ქუთაისის გზაზე შვიდ კილომეტრში მდებარეობს. იქ შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაქსით ან შეუკვეთოთ ადგილი საექსკურსიო სააგენტოში.

პირველ შემთხვევაში აიღებთ ტაქსის ტელეფონს და მოელაპარაკებით უკან დაბრუნების პირობებზე.
როგორც წესი, ექსკურსიის ჯგუფები პარკში ყოველ ნახევარ საათში მიდიან. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ექსკურსიათმძღოლი, რომელიც მოგითხრობთ პარკის შესახებ რამდენიმე ენაზე.

როგორ მოვემზადოთ?

სათაფლიაში გამგზავრებისას გახსოვდეთ, რომ ბევრი უნდა იაროთ ფეხით. საექსკურსიო მარშრუტი საკმაოდ გრძელია და კიდევ ბოლოს გელით სათვალთვალო ბაქანზე ასავლელად აღმართის ავლა.
პრინციპში, მთელი მარშუტი იოლი და სასიამოვნოა, მთავარია არ იჩქაროთ და აუცილებლად ჩაიცვით უქუსლო და მსუბუქად მორგებული ფეხსაცმელი.

მაშინაც კი, თუ ძალიან სიცხეა, გირჩევთ წაიღოთ რაიმე მოსაცვამი, რადგანაც მღვიმეში მხოლოდ +15 გრადუსია. ექსკურსიის მარშრუტი ისეა აგებული, რომ მღვიმეში აუცილებლად გაივლით.
ჩვენ გირჩევთ პატარა ბოთლით წყლიც იგულაოთ.

რა არის სათაფლიას სამუშაო გრაფიკი?

კვირის დღე გახსნის საათი
ორშაბათი არ მუშაობს
სამშაბათი 10:00 – 18:00
ოთხშაბათი 10:00 – 18:00
ხუთშაბათი 10:00 – 18:00
პარასკევი 10:00 – 18:00
შაბათი 10:00 – 18:00
კვირა 10:00 – 18:00

რა არის საინტერესსათაფლიაში?

დინოზავრები სათაფლიაში

(English) Sataplia - Heart of the mountain

პარკის ატმოსფერო იგრძნობა პირველივე ნაბიჯებიდან. აქ პავილიონში ნახავთ დინოზავრების ნამდვილ გაქვავებულ ნაკვალებებს. შემდეგ გაივლით ტყეს, სადაც შეხვდებით სხვადაცხვა დინოზავრის ფიგურებს. მათთან ერთად შეგიძლიათ გადაიღოთ სამახსოვრო სურათები.
მთის ფერდობზე ნახავთ ადგილებს, სადაც თაფლი იღვრებოდა და საიდანაც ამ ადგილს დაერქვა სათაფლია.

მერე ექსკურსია გრძედება მღვიმეში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ქვა “მთათა გული”.
მღვიმედან გამოსვლის შემდეგ მიდიხართ დინოზავრების მუზეუმში.

(English) Sataplia - dinosaur museum

სათაფლიის გადმოსახედი

სანახაობის გვირგვინი იქნება სათაფლიის გადმოსახედი. აქედან მოჩანს მთელი ქუთაისის ულამაზესი ხედი.
გადმოსახედის ერთი ნაწილი გადმოკიედბულია ჰაერში და კიდევ მისი იატაკი გაკეთებულია შუშისგან, რომ უფრო კარგად დაინახოთ და აღიქვათ აქაურობა.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება