ჩანჩქერი რაჩხა was last modified: 2020 July 8 18:23 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

ჩანჩქერი რაჩხა

საქართველო - ლეჩხუმი - რაჩხა - ჩანჩქერი

რაჩხის ჩანჩქერი

რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას ბევრ საინტერესო ადგილს ნახავთ. ზოგიერთი მათგანის სანახავათ უნდა მოემზადოთ, მაგალითად ჯიპით წახვიდეთ. ზოგიერთს კი უბრალოდ გზაზე შეხვდებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილია რაჩხას ჩანჩქერი.

სად მდებარეობს რაჩხას ჩანჩქერი

საქართველო - ლეჩხუმი - რაჩხა - მთები

ამ ჩანჩქერის ნახვა შეგიძლიათ ქუთაისი ცაგერის გზაზე, ან თუკი იგივე გზით ლენტეხში მიდიხართ.
ჩანჩქერი მდებარეობს ისუნდერის გზის პირველ მოსახვევში, თუ მიდიხართ ქუთაისიდან. წყალი მთიდან მოდის, გაივლის ხიდქვეშ და ჩაედინება ცხენისწყალში.

ჯობია მანქანით მგზავრობა, რომ გაჩერების და სურათების გადაღების საშუალება გქონდეთ.

კიდე ლეჩხუმში შეიძლება ღვირიშის ჩანჩქერის ნახვა.

 

ვიდეო: ჩანჩქერი რაჩხა
სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება