ბათუმია აეროპორტი was last modified: 2020 July 11 17:04 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

ბათუმია აეროპორტი

Airport in Batumi

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს აჭარაში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში.
აეროპორტი ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო რეისებს.
2009 წელში ბათუმის აეროპორტი გადაკეთდა და მიეცა ახალი სახე. განსაკუთრებით გამოირჩევა სადისპეტჩერო, რომელიც თავისი ფორმით და მრავალი ნაირფერი განათებებით კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ და ეს უფრო ლამაზად და მომხიბვლელად ჩანს საღამოს და ღამის საათებში ჩამოფრენის დროს.
აეროპორტში მომსახურეობა ევროპულია: კეთილმოწყობილია მოსაცდელი ადგილები, სალაროები, კაფეები, შესაფუთი ადგილები, რამოდენიმე ენაზე მოლაპარაკე მომსახურე პერსონალი დაუზარებლად დაგეხმარებათ და გაგცემთ პასუხს ყოველ თქვენს კითხვაზე.
აეროპორტიდან ქალაქამდე შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან ტაქსით. ასევე იქირაოთ მანქანა თქვენი გემოვნების მიხედვით.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება