პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს გარეუბანში განლაგებულ ბუნებრივ გამოქვაბულთა სისტემას ჰქვია.
უდიდესი მიწისქვეშა დარბაზები სავსეა სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, მიწისქვეშა წყაროებით და მდინარეებით. საოცარი სილუეტები გხვდებიან წინ, როცა ეშვებით ამ გრილ მიწისქვეშეთში.
აქ, მიწის ქვეშ ზამთარ-ზაფხულ სულ +15 გრადუსია. ეს ყველაზე უფრო შეიგრძნობა ზაფხულში, როცა +37 გრადუსიდან ჩადიხარ +15 სიგრილეში. იქონიეთ მოსასხამი, რომ არ შეგცივდეთ გამოქვაბულში.
ექსკურსია საკმაოდ გრძელია და ბოლოს ძალიან მოგეწონებათ მიწისქვეშა მდინარეზე ნავით გასეირნება.