საქართველო was last modified: 2021 October 28 19:20 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

საქართველო

თუ ფიქრობთ, როგორ დაგეგმოთ შვებულება და სად უკეთესია წახვიდეთ, გირჩევთ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს. საქართველო პატარა მთიანი, ულამაზესი ეგზოტიკური ქვეყანაა, მდიდარი ფლორითა და ფაუნით, რომელიც სახელგანთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით და მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი მეღვინეობით.

საქართველო - თბილისის გზა

აქ შეგიძლიათ დაისვენოთ თქვენი გემოვნებით. წახვიდეთ მთაში-ქალაქების და ცივილიზაციის ხმაურს ჩამოშორდეთ. თქვენ შეგიძლიათ წასვლა ზღვის სანაპიროზე და ბანაობა. შეგიძლიათ გასინჯოთ ქართული კერძები და გაიგოთ ქართული მეღვინეობის საიდუმლოებები, ან მწყემსებთან ერთად წახვიდეთ საძოვრებზე, სადაც უზარმაზარი ცხვარის ფარები ბალახობს, დაეშვათ მთის ფერდობზე თხილამურებით, ისრიალოთ ციგურებით, ან ბოლოს და ბოლოს გაატაროთ დრო ღამის კლუბში, მოუსმინოთ მუსიკას და განიტვირთოთ თავბრუდამხვევი ცეკვით.

საქართველო მოგზაურთათვის დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა. მოდით ჩამოვთვალოთ.

რა უნდა იცოდეთ საქართველოს შესახებ?

საქართველო არის რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი. საქართველოს დედაქალაქია თბილისი.

საქართველოში რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია კანონით, ქართველი მორწმუნეების უმრავლესობა ქრისტიანები არიან.

საქართველო UTC + 4 დროის ზონაშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს დრო მოსკოვის დროსთან შედარებით წინ არის 1 საათით.

ჩვენ ასევე გირჩევთ წაიკითხოთ- დოკუმენტი საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

სად მდებარეობს საქართველო?

საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ჩრდილოეთ მხრიდან, საქართველო ესაზღვრება რუსეთს, სამხრეთიდან თურქეთს და სომხეთს და აღმოსავლეთით აზერბაიჯანს.

საქართველოში თქვენ შეგიძლიათ ჩაფრინდეთ თვითმფრინავით, წახვიდეთ მანქანით ან გადაცუროთ ბორანით.

ენა საქართველოში

საქართველოში ოფიციალური ენა ქართულია. ქართული დამწერლობა შეიცავს 33 ასოს, რომელსაც აქვს უნიკალური დამწელობა და გამორჩეულია ევროპული და აზიური სიმბოლოებისაგან და იეროგლიფებისგან.

თითქმის ყველა ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგად ლაპარაკობს რუსულ ენაზე. უმეტეს შემთხვევაში ინგლისურ ენაზეც არ იქნება პრობლემები.

დედაქალაქში, საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე და ლეჩხუმის მთებშიც კი, ადვილად პოულობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ.

Georgia - Climate

როგორი კლიმატია საქართველოში?

საქართველოში კლიმატი ძალიან მკვეთრია. საქართველოში გარკვეული დროით ყოფნის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ადამიანების ხასიათი ძალიან ჰგავს კლიმატს.

მოკლედ, საქართველოს კლიმატი შეიძლება შეფასდეს ფრაზით “სრულიად”. თუ ზაფხული ცხელია, მაშინ მზე ისე აცხუნებს, თითქოს დიდ ღუმელთან დგეხართ. თუ წვიმს, თითქოს სათლით იღვრებაო ძირს. შეიძლება წვიმა ერთი საათი გაგრძელდეს, მაგრამ ის გულიანად დაასველებს ირგვლივ ყველაფერს.
საქართველო უნიკალურია ზამთარში. თუ შეხედავ ბუნებას ფოტოგრაფის თვალით, ასეთ ფერებს ვერ ნახავთ ყველგან. აქ ამინდს შეუძლია მოიტანოს სიურპრიზი, მაგალითად, თუ ქუთაისიდან ცაგერში ზამთარში მიდიხართ, ირგვლივ ჯერ ყველაფერი მწვანე იქნება და 40 კილომეტრის შემდეგ შეიძლება თოვლი დაგხვდეთ. გზის დასაწყისში დაუჯერებელია, რომ რაღაც ერთ საათში იხილავ ნამდვილ ზამთარს.

მნიშვნელოვანია! თუ საქართველოში გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მიდიხართ, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დღე ზაფხულივით ცხელია, მაგრამ ღამით მკვეთრად შეიძლება აცივდეს, ამ დროს ტემპერატურის სხვაობა დიდია და ამიტომ იქონიეთ თბილი ტანსაცმელი, საღამოს კომფორტულად რომ ისეირნოთ.

რა ფული არის საქართველოში?

საქართველოში ეროვნული ვალუტა არის ქართული ლარი. ლითონის მონეტებს ჰქვია “თეთრი”. ისე როგორც ბევრი ვალუტა, 1 ლარი = 100 თეთრს.

ქართული ფული - ლარი

რომელი ვალუტა წავიღოთ საქართველოში?

საქართველოში თავისუფლად შეგიძლიათ გაცვალოთ ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული არიან: აშშ დოლარი, ევრო და რუსული რუბლი. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინგლისური ფუნტი.

ბანკებში, ვალუტების არჩევანი ფართო იქნება, მაგრამ, როგორც წესი, ნაკლებად ხელსაყრელი მაჩვენებელია.

მნიშვნელოვანია! ვალუტის გაცვლისას, როგოც ყველგან სჯობს ფული დაითვალოთ ადგილზე, რომ არ მოხდეს რამე გაუგებრობა. ყველა ბანკს გააჩნია ვიდეოჩამწერი, რომელიც უთვალთვალებს გაცვლის პროცესს, მაგრამ მათი ხარისხი არ იძლევიან გარანტიას, რომ ინციდენტის შემთხვევაში იქ ყველაერს კარგად დაინახავთ. ამიტომ სჯობს თავიდან არ დაუშვათ შეცომა.

თითქმის ყველგან შეგიძლიათ ისარგებლოთ «ვიზა» და «მასტერ კარდის» საბანკო ბარათებით. ბარათები «მსოფლიო»-გადახდის სისტემაში ჯერ კიდევ ძალიან მცირეა.

(English) Airplane to Georgia

ფრენის ხანგრძლივობა საქართველომდე

მოსკოვიდან საქართველოში რეისს 2 საათი და 10 წუთი სჭირდება. ამ დროში თქვენ მოასწრებთ აფრენას, მიირთმევთ ბუტერბროდს, ერთ-ორ სიტყვას ეტყვით მეზობელს და უკვე საქართველოში დაფრინდებით.
კიევის მიმართულებით თბილისის რეისს 2 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
მინსკიდან თბილისამდე 3 საათი მოუნდებით.

ინტერნეტი საქართველოში.

დიახ, ინტერნეტი არის საქართველოში და საკმაოდ ბევრი არის. თითქმის ყველა კაფეში შეგიძლიათ იპოვოთ ვაი-ფაი. სასტუმროებში ვაი-ფაის ქონა უკეთესია წინასწარ გაიგოთ, მაგრამ დღეს უკვე ყველგან არის, რადგან იგი მომსახურეობის სტანდარტი გახდა.

მოგზაურობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ინტერნეტი. საქართველოში მეოთხე თაობის (LTE) ფიჭური ქსელებია განთავსებული და მრავალ ადგილას მაღალი სიჩქარის მობილური ინტერნეტი ხელმისაწვდომია. მაღალ მთებში ეს სიჩქარე შეიძლება იყოს შედარებით დაბალი, მაგრამ ინტერნეტი, როგორც წესი მუშაობს და შეიძლება ისარგებლოთ.

საქართველოში კომუნიკაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ცალკე- ჩვენს გვერდზე.