სიღნაღი was last modified: 2020 July 12 07:17 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

სიღნაღი

Сигнахи

სიღნაღი-სიყვარულის ქალაქი მდებარეობს კახეთში, საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში თბილისიდან 120 კილომეტრის მანძილზე.

სიღნაღი განლაგებულია შემაღლებულ გორმახებზე და აქედან იშლება დაუვიწყარი სანახაობა –თვალუწვდენელი ვენახები ალაზნის ველზე.

სიღნაღი კულტურის უძველესი ძეგლია. ის გარშემორტყმულია – მონუმენტალური ციხესიმაგრით, რომელიც შეიცავს ოცდასამ კოშკ და შვიდ ჭიშკარს. ქალაქის გალავანის სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს.

იხე სიმაგრის შენება XII საუკუნეში თამარ მეფის დროს დაიწყო და ერეკლე მეორემ დაასრულა XVIII საუკუნეში. ეს უდიდესი არქიტექტურის ნიმუში 40 ჰექტარს მოიცავს და დღესაც გვაკვირვებს თავისი გრანდიოზულობით და სიძლიერით. ხეების და ბუჩქნარის მწვანე სამოსი ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს ქალაქის სილამაზეს და ბრწყინვალებას.

საქართველოში საუკუნეების მანძილზე უამრავი ციხე-სიმაგრეა აშენებული მტრებისგან ამშობლოს და ხალხის დასაცავად. სიღნაღი ერთ-ერთი ასეთი ციხე ქალაქია.

დღედღეობით ის განახლებულია და მზადაა გაუმასპინძლდეს ძვირფას სტუმრებს.

სიღნაღი ცნობილია თავისი ღვინის მარნებით. აქ შეიძლება დალიოთ ღვინო, მოისმინოთ სხვადასხვა საინტერესო ისტორიები და გასინჯოთ ქართული კერძები.

სიღნაღი საქართველოში ყველაზე რომანტიკული ქალაქია. მას სიყვარულის ქალაქს უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ ქორწინების სახლში შექმნილია არაჩვეულებრივი პირობები, ვისაც უნდა დაქორწინება-არაა საჭირო მოცდა: შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი განცხადების და რიგის გარეშე. თვითონ ქორწინების სახლი თავისი არქიტექტურით და გაფორმებით სიხარულის და ბედნიერების გრძნობას გიჩენთ.

ქალაქს რომანტიკულობას მატებს კიდევ ის ფაქტი, რომ აქ დაიბადა ცნობილი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი და მასთან დაკავშირებული სიყვარულის ისტორია. მან გაყიდა ყველაფერი და იყიდა მილიონი ვარდი, რომ მოეფინა გზა შეყვარებულის სახლამდე… აი, ასეთი ისტორია. სიღნაღში არის ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმი, სადაც გამოფენილია მისი შესანიშნავი ნახატები. ისინი გვაცნობენ იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქართული ხელოვნების დიდი ოსტატი ნიკო ფიროსმანი.

 

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება