ბაგრატის ტაძარი was last modified: 2020 July 11 18:44 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

ბაგრატის ტაძარი

საქართველო - ქუთაისი - ბაგრატი

ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქუთაისში და არის ქალაქის სავიზიტო ბარათი, ეს ყველაზე პოპულარული ადგილი ტურისტების, ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქრისტიანული კულტურით.
ბაგრატის ტაძარი ქალაქის ცენტრ
ის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს, რადგან აშენებულია გორაზე, მთის უკიმერიონის გვერდით. ტაძრის ირგვლივ დანგრეული ციხე-სიმაგრის კედლები შემონახული, დიდი მწვანე და კეთილმოწყობილი ეზოთი. აქ დგას დიდი ჯვარი და აქედან იშლება ქუთაისზე ულამაზესი ხედი.
ბაგრატის ტაძარი დიდ
ზომაა. ყურადღებას იზიდავს შენობის არქიტექტურული სტილი, უზარმაზარ ქვის კედლებ, ლურჯი გუმბათები. ჯვარი. ამლის ფონზე გამოისახება მისი სილამაზე, სიამაყე და უდიდებულესობა.

საქართველო - ქობულეთი - ბაგრატის ტაძარი - ეზო

ბაგრატის ისტორია

ბაგრატის ტაძარი მე -10 საუკუნეში იმერეთისა და აფხაზეთის მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის ხელმძღვანელობით აშენდა და დასრულდა 1003 წელს. ეს პერიოდი საქართველოსთვის “ოქროს ხანა” იყო, ქვეყანა ძლიერი, მდიდარი და აღიარებული იყო. ტაძარი ყოფილ ძალას ახსენებს და ყველა ქართველისა და ქრისტიანის გულს აღამაღლებს.
ტაძარს ბაგრატი მეფის სახელი დაერქვა.
ბაგრატის ტაძრის მშენებლობის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ბაგრ მეფემ დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის და ეს ბრძოლა განაგრძო დიდმა დავით აღმაშენებელმა, რომელიც მავე ეკლესიაში იყო კურთხეული მეფედ.
ბაგრატის ტაძარი ძალიან განსხვავდება სხვა ეკლესიებისგან. ეს არის ერთ-ერთი
უდიდესი საკათედრო ტაძარი, რომელიც აღმართულია მთაზე.

ბაგრატი ტაძარი მოგვითხრობს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, მისი ჩუქურთმებით და მოზაიკებით, რომლის ნაშთები შემონახულია როგორც კედლებზე, ასევე იატაკზე და წარმოადგენენ ოქროს ხანის ქართული ხუროთმოძღვრბის ნიმუშებს.
დღე
სდღეობით ხატები ნაკლებადაა შემონახული. შეიძლება აღინიშნოს წმინდა ღვთისმშობლის ხატი.

კარგადაა შემონახული წარწერა, რომელიც გვიჩვენებს ტაძრის მშენებლობის თარიღს.
ბაგრატის ტაძარი, ისევე როგორც სხვა ეკლესიები საქართველოში, კულტურული ცენტრი იყო და
სასულიერო, საგანმანათლებლო ფუნქციებს ასრულებდა. გარდა ამისა, ტაძარი ქართველების თავშესაფარი იყო, როცა მტერი თავს ესხმოდა, აქ აკურთხებდნენ მეფეებს და ნათლავდნენ ბავშვებს, როცა იყო მშვიდობა, აქ იწერდნენ ჯვარს და ატარებდნენ დღესასწაულებს, ამ კედლებში ხდებოდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა.

მართლმადიდებლურმა რწმენამ განამტკიცა და გააძლიერა სახელმწიფო, რისთვისაც მეფე ბაგრატი წლების მანძილზე იბრძოდა.
ბაგრატის ტაძარი დიდი ხნის მანძილზე, ხუთი საუკუნის განმავლობაში
შეუცვლელად იდგა და ემსახურებოდა ხალხს, მხოლოდ XVII საუკუნეში, როდესაც ქუთაისი ოსმალებმა დაიპყრეს, თურქებმა ტაძარში ისეთი აფეთქება მოაწყვეს, რომ სახურავი ჩამოინგრა და კედლებიც დაზიანდა.

ბაგრატი დღეს

რამოდენიმე წლის შემდეგ ციხის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი განადგურდა.
1994 წელს ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
2010 წელს
ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და დღეს ყველას აქვს საუალება იხილოს განახლებული სალოცავიომელიც კიდევ უფრო მაღალი და ბრწყინვალე გახდა.
2012 წელს
ტაძრის გუმბათზე აღმართეს ჯვარი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორწმუნეებისა და მრევლისთვის.

ტაძარი ეკლესიადაბრუნდა და იქ უკვე ტარდება წირვა. ის ღიაა ყველასათვის, ვისაც უყვარს და პატივს სცემს ქართველ ერს.

ვიდეო: ბაგრატის ტაძარი
სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება