მწვანე ტბა was last modified: 2020 June 26 22:07 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

მწვანე ტბა

Зелёное озеро

წვანე ტბა მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გარშემორტყმული უზარმაზარი მწვანე და წიწვოვანი მთებით.

მწვანე ტბა გამოირჩევა თავისი უნიკალური მწვანე ფერით და აქედანვეა მისი სახელი. ტბას მიწისქვეშა წყაროები ამარაგებენ, ასე რომ ის სასმელადაც ვარგა. ნაპირებთან წყლის დონე დაბალია, მაგრამ ცოტა მოშორებით ერთბაშად ღრმავდება ტბის ფსკერი და 17 მეტრზე მეტს აღწევს, ამიტომ ბანაობა შეიძლება მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, ადგილობრივმა მოსახლეობამ სპეციალურად მონიშნა ადგილები, სადაც საშიშია ჩასვლა.

მწვანე ტბა ვულკანური წარმოშვებისაა, რასაც ამტკიცებს შავი ქვები, რომლებითაც სავსეა ტბის ფსკერი, მათზე არაფერი არ იზრდება და არ არის სრიალა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი-ტბაში არ ცხოვრობს არაფერი, არც თევზები,არც წყალმცენერეები. საოცარია, რომ მწვანე ტბა არასდროს არ იყინება ზამთარში.

მწვანე ტბა გიზიდავს თავისი სილამაზით, სიწყნარით, წყლის განუმეორებელი ფერით და გიჩნდება სურვილი, რომ ისევ და ისევ დაბრუნდე ამ სილამაზის საცქერლად.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება
მსგავსი ღირსშესანიშნაობები