ბათუმის ბოტანიკური ბაღი was last modified: 2020 July 11 17:04 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

Ботанический сад в Батуми

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ბათუმიდან 9 კილომეტრის მანძილზე ზღვის დონიდან 0-220 მ, მასი ფართობი 110 ჰექტარს შეადგენს, სადაც 5 ათასი სხვადასხვა ჯიშის მცენარეა გაშენებული.
ბაღს საფუძველი ჩაუყარა 1880 წელში რუსმა მეცნიერმა ანდრეი კრასნოვმა და დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1912 წელში.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ცნობილი ბოტანიკური ბაღია მსოფლიოში, სადაც იზრდება ფლორის ისეთი იშვიათი წარმომადგენლები, როგორიცაა იაპონური საკურა, ფინიკის პალმა, ბამბუკი, კაკტუსი, ევკალიპტი და რა თქმა უნდა შეიცავს შავი ზღვისპირეთის ლანდშაფტისთვის დამახასიათებელ ყველა მცენარეს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი შესდგება იარუსებისაგან, რომელიც ეშვება მწვანე კონცხიდან შავი ზღვის სანაპირომდე.
მთის წვერში კარგად გრძნობს თავს ფიჭვი, ბარბარისი, როდოდენდრონები…
მთის ბოლოში- პალმები, კაკტუსები, დაფნები და ფინიკები.
საშუალო ზოლში ავცტრალიური და ახალზელანდიური ჰავის მოყვარულნი.
საინტერესოა იაპონური და მექსიკური ფლორის წარმომადგენლებიც.
ბაღში ფართოდაა წარმოდგენილი კავკასიის რეგიონის მცენარეთა ჯიშები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ეწევა საგანმანათლებლო და ექსპერიმენტალურ მუშაობას, რაც აისახება ბაღის პერიოდულ გამოცემებში.
ტურისტაბისთვის აქ შექმნილია კომფორტული ინფრასტრუქტურა: მოხერხებული მოსასვენებელი ადგილები, კაფეები, პლიაჟი, გადასახედი ადგილები, რომ დატკბეთ მიდამოს სილამაზით.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება