რაჭა-ლეჩხუმი was last modified: 2020 July 12 07:31 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

რაჭა-ლეჩხუმი

აჭა-ლეჩხუმი საქართველოს ულამაზესი მთიანი რეგიონია. ის ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი სიმწვანით დაფარული და ზოგან თეთრად დათოვლილი კავკასიონის მთებით, თავისი დახვეული ბილიკებით და გზატკეცილებით თავბრუდამხვევ სიმაღლეზე უფსკრულებს რომ გადაჰყურებს.

აქაურ მდინარეებზე რიონი, ლაჯანური და ცხენისცხალი აგებულია ჰესები და რათქმა უნდა დიდი წყალსაცავები: ლაჯანა, შაორი და ცაგერი, რომლებიც აუმჯობესებენ და უმატებენ ბუნებრივ კოლორიტს სილამაზეს და მომხიბვლელობას.

რაჭა-ლეჩხუმში ბევრი ღირსშესანიშნაობებია: ნიკორწმინდას ეკლესია, მინდას ციხე, ონის ციხე, ორბელის ციხე, შქმერის და ღვირიშის მღვიმეები, ჩანჩქერები, მინერალური წყლები, რომელიც იხმარება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად ლაშიჭალა, შოვი, უწერა.

რაჭა-ლეჩხუმი განთქმულია მეღვინეობით. აქაური ღვინოები ოჯალეში, ტვიში, ხვანჭკარა, უსახელაური ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთად.

თავისი ბუნების არაჩვეულებრივი სილამაზის გამო ამოსულმა სტუმრებმა რაჭა-ლეჩხუმს ქართული შვეიცარია შეარქვეს.

 

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება