ასპინძა was last modified: 2020 July 13 22:35 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

ასპინძა

Аспиндза

ასპინძა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 1200 მ-ის სიმაღლეზე. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადრე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანზიტო გზები გადიოდა და მისი სახელიც აქეადან წარმოიშვა- ასპინძა თურქულ ენაზე ნიშნავს სასტუმროს, დასასვენებელ ადგილს.

ასპინძაში შეიძლება ნახოთ მრავალი და საინეტრესო ღირსშესანიშნაობა, რადგან ის ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. აქ გვხვდება მრავალი კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული ქალაქები. მათ შორის ყველაზე უდიდესია ვარძია. ის XII – XIII საუკუნის ძეგლად ითვლება და იმ დროს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ როლს ასრულებდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ასევე მრავლად გვხვდება სიხე-სიმაგრეები და ტაძრები, რომლიდანაც შეიძება გამოვყოთ ასპინძის ციხე. გასაოცარი თავისი გრანდიოზულობით და მნიშვნელობით.
ქალაქი ასპინძა ცნობილია ასევე მინერალიზებული თერმული წყლებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ საყრდენ-მამოძრავებელ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე.

ასპინძაში კლიმატი ზომიერია-ზამთარი თოვლიანი, საშუალო ტემპერატურა -2 გრადუსი, ზაფხული ცხელი და მშრალი საშუალოდ 20 გრადუსი.
თბილისიდან ასპინძამდე 240 კილომეტრია.

ვიდეო: ასპინძა
სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება