მურისციხე was last modified: 2022 April 13 21:15 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

მურისციხე

მურის ციხე მდებარეობს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერთან ახლოს. უძველესი დროიდან ციცაბო კლდეზე აღმართული მიუწვდომელ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა.

საქართველო - ლეჩხუმი - მურისციხე - მთა

მურის ციხის ისტორია

მურის ციხე საკმაოდ დიდი ხნის წინაა აშენებული და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის თავდაცვისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციხე-სიმაგრემ წარმატებით მოიგერია ოსმალეთის თავდასხმები. ციხე არასოდეს არ აუღია მტერს.
მრავალჯერ ჰქონდა ციხეს შემორტყმული ალყა დამპყრობლებისგან, მაგრამ დამცველებს ჰქონდათ საკმარისი საკვები და წყალი, ბრძოლის გაგრძელებისათვის.
რაჭა-ლეჩხუმში ბევრ ციხე-სიმაგრეს ჰქონდა საიდუმლო გვირაბები და გზები, რომლებიც ასრულებდნენ მებრძოლთა მომარაგების როლს იარაღით და საკვებით.

საქართველო - ლეჩხუმი - ცაგერი - მურისციხე

რაითაა საინტერესო მურის ციხე?

მურის ციხე სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი შენობა და ორი კოშკი. შენობები იდგა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჰქვიოდა: “დაჰკარ”, “დაუხვდი”, “არ გაუშვა”.
ადამიანს, რომელიც პირველად ხედავს ამ ციხეებს, აკვირვებს მათი მიუწვდომელობა და მშენებლების ოსტატობა.

2018 წელს მთავრობის ინიციატივით გაკეთდა განათებული გზა, რომელიც იწყება უღელტეხილის გზატკეცილიდან. პირველად თქვენ უნდა ახვიდეთ კიბეებით პატარა საგუშაგო ციხემდე. ეს პირველი ციხეა. აღმართის ავლის დროს კარგად მოჩანს ორბელის უღელტეხილი. მთის ძირში როგორც ხელისგულზე ქალაქ ცაგერია გადაშლილი. ძალიან კარგი ადგილებია ფოტოების გადასაღებად. შემდეგ კი კიბეები გრძელდება და მიდის ზევით, სადაც გზა იყოფა. თქვენ შეგიძლიათ კლდის გასწვრივ მთავარი ციხისკენ წახვიდეთ, ან უფრო მაღლა განაგძოთ კიბეებზე ასვლა. ჩვენ უფრო მეორე ვარიანტი მოგვეწონა.

საქართველო - ლეჩხუმი - მურისციხე - მთის წვერის ხედი

671 მ სიმაღლეზე, კლდოვანი ქედის ზემოთ გზის სიმაღლე იზრდება და ქედის თავზე გადის. დაუვიწყარი შეგრძნებებია. ადამიანები, რომლებსაც სიმაღლის ეშინიათ, უკეთესია მოერიდონ აქ ამოსვლას. ამ ადგილიდან კარგად მოჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობადა ქვემო სვანეთის სოფლები. კარგი ადგილია ფოტოსათვის.

საქართველო - ლეჩხუმი - მურისციხე - სვანეთის ხედი

შემდეგ გზა უფსკრულის პირს მიჰყვება. 50 მეტრის შემდეგ, ჩვეულებრივი გზა იწყება, რომელიც ციხის მთავარ შენობასთან მიდის.
მურისციხე კარგად მოჩანს ორბელის უღელტეხილიდან.

მურის ციხე ძალიან კარგად მოჩანს ორბელის უღელტეხილიდან.

საქართველო - ლეჩხუმი - მურისციხე - ჩხუტელი
ვიდეო: მურისციხე
სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება