ჭიათურა was last modified: 2018 October 23 22:58 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
airGEO.oRg

ჭიათურა

Чиатура

ჭიათურა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში იმერეთის მხარეში მდინარე ყვირილას ხეობაში. ის თბილისიდან 220 კილომეტრითაა დაცილებული და ითვლება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ცენტრად.
ჭიათურა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა მარგანეცი და მარმარილო. მარგანეცის საბადოები აქ მსოფლიო მნიშვნელობისაა და მასზეა დამყარებული მუნიციპალიტეტის ეკონომიკა.
ჭიათურა მეშახტეების ქალაქია. მისი ცენტრი მდინარისპირა დაბლობზეა მოთავსებული, ხოლო შახტები გარშემორტყმულ ციცაბო კლდეებებზეა განლაგებული. ქალაქის რაიონები ცენტრალურ ნაწილთან შეერთებულია საბაგირო გზების ფართო ქსელით, რომელთა მშენებლობა 1950 წელში დაიწყო და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას მიეკუთვნება.
მარგანეცის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს დღე და ღამე. მომსახურე პერსონალი თავბრუდამხვევ სიმაღლეზე, საიდანაც როგორც ხელისგულზე მოჩანს ქალაქის ყველა კუთხე, საბაგირო გზით მიეშურება სამუშაოდ.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება