მონასტერი შემოქმედი was last modified: 2020 July 11 18:41 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

მონასტერი შემოქმედი

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურიის მხარეში, ოზურგეთის სამხრეთ-დასავლეთით შვიდი კილომეტრის დაცილებით. ის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟის მარცხენა სანაპიროს მაღლობზე დგას.
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი სამი ნაწილისაგან შესდგება: მეთორმეტე საუკუნის ტაძარი, ეკლესია ზარზმა, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. აქ ასვენია ხატი, რომელიც ყველაზე უძველესად ითვლება და 886 წლით თარიღდება. მესამეა მეთექვსმეტე საუკუნეში აშენებული სამრეკლო.
შემოქმედის ეკლესია მოპირკეთებულია ნათალი ქვით როგორც შიგნით, ასევე გარედან, ხოლო იატაკი მარმარილოთია დაგებული.
შემოქმედის მონასტერს მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავები ჰქონდა. განსაკუთრებით ცნობილია შესანიშნავი ხელნაწერი-ლოცვანი და წმინდანთა ცხოვრების კრებული, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. ასევე აღსანიშნავია წმინდანების ხატები, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა სტილში და ითვლება ქართველი ოსტატების ხელოვნების ნიმუშად.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება